დისტანციური დასაქმების პლატფორმა

ჩვენი მიზანი

Onlinecareer - ონლაინ კარიერა არის ECRC (განათლების კვლევისა და კონსულტირების ცენტრის) მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც  მიზნად ისახავს დისტანციური დასაქმების და განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობას.

დისტანციური დასაქმების შესახებ

დისტანციური დასაქმება გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ნებისმიერი წერტილიდან, იქნება ეს სახლი, თუ რომელიმე სხვა ადგილი, თუნდაც მოგზაურობაში ყოფნისას.

ბოლო წლებში დისტანციური ფორმით დასაქმება სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, როგორც დამსაქმებელი კომპანიებისთვის, ასევე დასაქმების მაძიებელ პირთათვის.

2020 წლის პანდემიის პირობებში როგორც კერძო ასევე საჯარო დაწესებულებებმა  უპრეცედენტო გამოცდილება მიიღეს დისტანციური ფორმით განათლების მიღების და მუშაობის წარმართვაში, რაც მათ მისცა საშუალება შეეფასებინათ ასეთი ფორმით განათლეის და დასაქმების უპირატესობები.

რას ვაკეთებთ

Onlinecareer.ge გთავაზობთ დისტანციური დასაქმების და განათლების (ვაკანსია, სასწავლო პროგრამა, სასწავლო კურსი, ვებინარი, კონფერენცია და სხვ.) შესახებ ინფორმაციის (განცხადების) განთავსების შესაძლებლობას. ასევე, გთავაზობთ დისტანციური განათლების და დასაქმების შესახებ სასარგებლო რესურსებს და სიახლეებს.